ეკონომიკა

ქართული სოკო ექსპორტზე სომხეთში გავიდა

11 აპრილი, 2014 • • 3595
ქართული სოკო ექსპორტზე სომხეთში გავიდა

“მანამდე ბაზარზე სტუაცია იყო ასეთი: მთლიანად სოკოს მოხმარება იყო 300 ტონა. აქედან 250 ტონა იყო იმპორტი. სოკო შემოდიოდა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. მცირე იმპორტი იყო ირანიდან. წარმადობის გაზრდის შემდეგ, მხოლოდ 2013 წელს ჩვენ გავყიდეთ 1 500 ტონა. ეს განაპირობა  ხარისხმა, გამართულმა დისტრიბუციამ. თან სამჯერ შემცირდა  სოკოს საბითუმო ფასი 2010 წელთან შედარებით”– ამბობს ვანო იოსელიანი.  

 

მისი თქმით, “თეთრმა ქუდმა” დაიწყო აქტიური მუშაობა ექსპორტზე პროდუქციის გასატანად:

 

“2013 წლის დეკემბრიდან სოკოს ექსპორტს ვახორციელებთ სომხეთში. იმედი გვაქვს დავიწყებთ ექსპორტს როგორც რუსეთში ასევე შუააზიის ზოგიერთ ქვეყანაში. ევროკავშირის ბაზარზე არ დავიწყებთ ექსპორტს. იქ კარგად არის  განვითარებულია სოკოს ინდუსტრია. “იბიარდთან” ერთად ჰოლანდიელი სპეციალისტები გვყავს დაქირავებული. ვმუშავობთ თვითღირებულების შემცირებაზე რათა საერთაშორისო ბაზრებზე უფრო კონკურენტუნარიანი გავხდეთ. ევროპულ ბაზარზე მძაფრი კონკურენციაა. სოკო სწრაფად ფუჭებადი პროდუქტია და დიდი მანძილზე ტრანსპორტირების ხარჯები მაღალია”. 

 

“თეთრი ქუდი” 2011 წელს უცხოური ინვესტიციით შეიქმნა: “საწარმო  გაიხსნა 90 პროცენტით უცხოური კაპიტალით.მივიღეთ მსოფლიო ბანკის 1,5 მილიონი დოლარის ტრანში. საერთო ჯამში 3 წლის განმავლობაში დაახლოებით 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ”– ამბობს ვანო იოსელიანი.  

 

“თეთრ ქუდში” ამ დროისათვის დასაქმებულია 160 ადამიანი.საშუალო ხელფასი 650–700 ლარს შეადგენს. 


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი