ახალი ამბები

სამინისტრო 53-ე სკოლასთან დაკავშირებით ცხელი ხაზის ჩანაწერებს აქვეყნებს

10 აპრილი, 2014 • • 1382
სამინისტრო 53-ე სკოლასთან დაკავშირებით ცხელი ხაზის ჩანაწერებს აქვეყნებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ გამოქვეყნებული ჩანაწერები ცხადჰყოფს რომ 53-ე საჯარო სკოლაში არსებული სიტუაცია გარკვეული ჯგუფების მიერ იმართება. 

 

“მთელი დღის განმავლობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე რეკავდნენ 53-ე საჯარო სკოლის ბავშვების მშობლები, რომლებიც გვთხოვენ დროულად უზრუნველვყოთ სკოლაში სასწავლო პროცესის განახლება”,- აცხადებს სამინისტო, თუმცა შეუძლებელია მის დადგენა მაღტლაც არიან თუ არა ისინი 53-ე სკოლის მოსწავლეების მშობლები. 

 

აუდიოჩანაწერის გარდა, სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც სამინისტოს მკტიცებით ცხადყოფს, რომ გათავისუფლებული დირექტორის მოადგილე, შორენა ნოდარიშვილი-გამყრელიძე სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე ნაკისრი პასუხისმგებლობის მიუხედავად, მიზანმიმართულად შლიდა გაკვეთილებს.

 

სამინისტრო აცხადებს, რომ ყოფილი დირექტორის, მარიამ რამინაშვილის და, ლიკა რამინაშვილი, ორგანიზებას უწევდა 53-ე სკოლის წინ დღეს გამართულ აქციას, უზრუნველყოფილი იყო გაფიცული მოსწავლეებისთვის წარწერიანი მაისურები და საკვები.

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლითა და  „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით აღიარებული და დაცულია ნებისმიერი პირის მიერ ზოგადი განათლების მიღების უფლება. სხვადასხვა ტიპის ფაქტორი, რომელიც უარყოფით ზეგავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე არღვევს პირის უფლებას მიიღოს ზოგადი განათლება. ამდენად, სასწავლო პროცესის ხელოვნურად ჩაშლა გულისხმობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას, რაც იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი