ახალი ამბები

შეიქმნა უწყებათაშორისი სამთავრობო ჯგუფი პირადი მონაცემების სტრატეგიის შემუშავებისთვის

4 აპრილი, 2014 • • 1007
შეიქმნა უწყებათაშორისი სამთავრობო ჯგუფი პირადი მონაცემების სტრატეგიის შემუშავებისთვის

 

 

“ჯგუფმა უკვე გამართა პირველი შეხვედრები, სადაც განისაზღვრა სამუშაო ფორმატი და გრაფიკი. სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ეროვნული სტრატეგიის შექმნის პროცესში აუცილებელია საქართველოს სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობა. ჯგუფის მუშაობის მიზანია დასავლური სახელმწიფოების გამოცდილებაზე დაყრდნობითა და ქვეყნის შიგნით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით დარეგულირდეს სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხები, უპირველეს ყოვლისა, მოქალაქეთა ძირეული და საკონსტიტუციო უფლებების დაცვის გათვალისწინებით. სამუშაო ჯგუფი აქტიურად იმუშავებს უახლოესი რამდენიმე თვის მანძილზე, რომლის შედეგადაც შემუშავდება კონკრეტული დოკუმენტები ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან და ადამიანის უფლებების დაცვასათან დაკავშირებით. აღნიშნული პროცესი სამუშაო რეჟიმში მოაქცევს იმ მოთხოვნებს, რაც მომდინარეობს სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან პირადი ინფორმაციის დაცულობასთან დაკავშირებით. ამ თემასთან დაკავშირებული საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ სამუშაო პროცესში და წარმოადგინონ საკუთარი პოზიციები ყველა საკითხის ირგვლივ.

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში იურიდიული კომიტეტის მიერ უკვე არის ინიცირებული კანონპროექტი საგამოძიებო მოქმედებების პროცესში ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხთან დაკავშირებით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი