ახალი ამბები

დაპირისპირება და სიტყვიერი შეურაცხყოფა პარლამენტში

4 აპრილი, 2014 • • 1090
დაპირისპირება და სიტყვიერი შეურაცხყოფა პარლამენტში

“ჩვენს ქვეყანას დღეს მართავენ არაუფლებამოსილი პირები. თვითონ ბიძინა ივანიშვილი, ცნობილი იხტიოლოგი, არის პასუხისმგებლობას გაქცეული ოლიგარქი, პროკურატურას, რომლის ხელითაც ხორციელდება ეს რეპრესიები და ხალხი ნამდვილად დაიღალა ამ დაკითხვებისგან, მართავს “ბოტასების” ქურდი ფარცხალაძე. ბიზნესს ალაგებს და ბიზნესის დატერორებით არის დაკავებული ოლიგარქის ნათესავი უჩა მამაცაშვილი, არაუფლებამოსილი პირი გარკვეული თვალსაზირისით, რადგან იგი ხალხს არ აურჩევია. ქალბატონო ეკა, ნუ გწყინთ, რომ ღარიბაშვილს ჰაკიმ ფაშას ვეძახით, ეს სახელი მან თავად აირჩია, როცა გამოაქვეყნა გამოძიების საიდუმლო მასალები [ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე] და თავად დაირქვა ეს სახელი”,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. 

 

კანდელაკის სიტყვამ გააღიზიანა “ქართული ოცნების” წევრები და პარლამენტარმა გელა გელაშვილმა კანდელაკს შეაგინა. ამის შემდეგ პარლამენტის დარბაზში სხდომის დროს დაპირისპირება ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებს შორის მოხდა, რის გამოც სხდომა რამდენიმე წუთით გადაიდო. 

 

პარლამენტი დღეს განიხილავდა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ფინანსური მონიტორნიგის სამსახური ეროვნული ბანკის მაგივრად ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი