ეკონომიკა

ფოთის პორტის თანამშრომლები “ეიპიემ” ტერმინალის მონოპოლიას აპროტესტებენ

4 აპრილი, 2014 • • 1751
ფოთის პორტის თანამშრომლები “ეიპიემ” ტერმინალის მონოპოლიას აპროტესტებენ

ლოჯისტიკური კომპანიების თანამშრომლებმა გამაფრთხილებელი აქციით “ეიპიემ” ტერმინალის მონოპოლისტური მდგომარეობა გააპროტესტეს.


საპორტესტო აქციის მონაწილეების განცახდებით, “ეიპიემ” ტერმინალს, რომლის მმართველობაშიც არის ფოთის პორტი, საკონტეინერო გადაზიდვები მონოპოლიზირებული აქვს, რის გამოც შესაძლოა 45–ზე მეტი კომპანიის 5 ათასამდე თანამშრომელი უმუშევარი დარჩეს.


აქციაზე ეკონომიის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი მივიდა და აქციის მონაწილეებს საკითხის შესწავლას დაპირდა:


“ვსწავლობთ ამ საკითხს. კომპრომისული გამოსავალი ნამდვილად არის იმისათვის, რომ ფოთის პორტმა თავად გააფართოვოს საქმინობა. ამავე დროს, ის დასაქმებული ბიზნესმენები, რომლებიც ამ ბიზნესში არიან,  შეინარჩუნონ თავიაბნთი სამუშაო ადგილები. ” 


აქცია დღეს დილიდან  ფოთის პორტის შესასვლელთან მიმდინაეობდა. აქციის მონაწილეებმა  „ეიპიემ“ ტერმინალის მთავარ ოფისთან გადაინაცვლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი