ახალი ამბები

სერგეენკო: აბორტის მოსამზადებელი პერიოდი გაიზრდება

4 აპრილი, 2014 • • 1045
სერგეენკო: აბორტის მოსამზადებელი პერიოდი გაიზრდება

მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც დღეს მთავრობის სხდომაზე გაიტანს, არის ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში ცვლილება. ცვლილების მიხედვით აბორტის წინა, მოსამზადებელი-მოსაფიქრებელი პერიოდი 3-დან 5 დღემდე გაიზრდება.

 

“ეს ცვლილება განპირობებულია არა მარტო რაოდენობრივი მოსაზრებით, არამედ იმიტომ, რომ ეს პერიოდი არ არის აშკარად საკმარისი იმისთვის, რომ ამ გადაწყვეტილების მიმღებმა ქალბატონმა გარკვეული ინფორმაცია მიიღოს, სწორად განემარტოს მას მოსალოდნელი შედეგები. ჩვენ გადავწყვიტეთ კომპლექსურად შევცვალოთ ეს რეკომენდაცია და გაიზრდება არა მარტო ხანგრძლივობა მოსაფიქრებელი პერიოდის, დაემატება ასევე აუცილებელი რიგი კონსულტაციებისა, რომელიც დაეხმარება ამ ქალბატონებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში”,- განაცხადა სერგეენკომ.

 

მთავრობის სხდომა დღეს, 9 საათზე დაიწყო. მთავრობა 27 საკითხს განიხილავს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი