ახალი ამბები

ანონსი – 3 აპრილი

3 აპრილი, 2014 • • 1064
ანონსი – 3 აპრილი

10:30 – სასტუმრო “ამბასადორში”” ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მედიის წარმომადგენლებისათვის სემინარი გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, ელჩი ფილიპ დიმიტროვი დაესწრება.თემა: საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი და ასოცირების შესახებ შეთანხმება. საკონტაქტო პირი ნათია ჩიქოვანი – 599777878.

11:00- “რეპორტიორის” პრესკლუბში “ლეიბორისტული პარტიის” მერობის კანდიდატი ასმათ ტყაბლაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: გეგმები, ხედვა, პოლიტიკური პროცესების შეფასება. 

11:00 –  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: IRI -ის კვლევების შეფასება.

11:00 – იუსტიციის საინისტროს ეროვნულ არქივში განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართება.

11:00-  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება პროფესორ ფილიპ ლიჩის წიგნის “როგორ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს” ქართული რედაქციის პრეზენტაცია. ღონისძიებას დაესწრებიან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, ადვოკათა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

11:30 – “პირველIS” პრესკლუბში განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლეიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: პრემიერის ინიციატივა: საბავშვო ბაღის აღმზრდელებისთვის პედაგოგის სტატუსის მინიჭება, სასკოლო ბავშვების ასაკობრივი ზღვარი 6 წელი. მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნესცენტრი “დიდუბეპლაზა”, II სართ.
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22.

11:30-  “რეპორტიორის” პრესკლუბში ექსპერტი არჩილ გამზარდია ბრიფინგს გამართავს.
თემა: IRI-ის შედეგები, მერობის კანდიდატები, ნატოს სამიტი, საფრთხეები რუსეთიდან, სააკაშვილის სკაიპით დაკითხვის შესაძლებლობა 

12:00 – ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის დარბაზში #304 თემაზე: “ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მიმდინარე რეფორმები და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის მექნიზმები” მრგვალი მაგიდა გაიმართება, რომელსაც ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში უილიამ ლაჰიუ დაესწრება. 

12:00 –  “პირველის” პრესკლუბში სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: პრემიერის ინიციატივა. მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნესცენტრი “დიდუბეპლაზა”, II სართ.
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

12:30 – “პირველის” პრესკლუბში პარტია “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: IღI-სკვლევა, არასაპარლამენტო ოპოზიციის შესაძლო გაერთიანება, წინასაარჩევნო გარემო. 
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნესცენტრი “დიდუბეპლაზა”, II სართ.
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22.

 12:30-“რეპორტიორის” პრესკლუბში “ტრადიციონალისტთა კავშირის” ლიდერი აკაკი ასათიანი ბრიფინგს გამართავს.
თემა: არასაპარლამენტო კოალიციები, IRI-ის კვლევის შედეგები, მერობის კანდიდატები, ნატოს სამიტი, საფრთხეები რუსეთიდან.

13:00 – “რეპორტიორის” პრესკლუბში “მემარცხენე ალიანსის” ლიდერი სოსო შატბერაშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: IRI-ის კვლევის შედეგები, მერობის კანდიდატები, ნატოს სამიტი, საფრთხეები რუსეთიდან, სააკაშვილის სკაიპით დაკითხვის შესაძლებლობა. 

13:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ლეიბორისტული პარტიის” მერობის კანდიდატი ასმათ ტყაბლაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: თვითმმართველობის არჩევნები.

13:00 –  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში “კალათბურთის სამოყვარულო ლიგა” “AllStar”-ის მატჩთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. 

13:00 – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში “ქართულ დასურათებულ ხელნაწერთა (IX-XIX სს.) გაფორმებაში ჩართული მინიატიურების მონაცემთა ბაზის” პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც მინისტრი თამარ სანიკიძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა, პროექტის ავტორები, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის: უზნაძის ქ. #52.

13:00 –  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე  უკრაინის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის უკანონოდ დაპატიმრების გამო  უკრაინის საელჩოს წინ საპროტესტო აქციას გამართავს. 
საკონტაქტო პირი ეკა ხიმშიაშვილი – 577 75 02 01

13:30 –  “რეპორტიორის” პრესკლუბში პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: ნატოს სამიტი, საფრთხეები რუსეთიდან.

14:00 – “რეპორტიორის” პრესკლუბში ,,ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის” იურისტი, ერეკლე კალატოზიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ახალგაზრდა კონსტიტუციონალსტები სახალხო დამცველს, უფლებამოსილების გაზრდასთან ერთად, გააქტიურებისკენ მოუწოდებენ. მის: იოსებიძის ქ. #57, I სართ.

14:00 – პარლამენტის წინ ქუთაისში კამპანიაში “ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ” ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები მშვიდობიან აქციას გამართავენ. 

14:00 –  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში ლონდონის თანამედროვე ხელოვნების უნივერსიტეტს – LCCA და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი