საზოგადოება

ცისანა

2 აპრილი, 2014 • 2126
ცისანა

 

 

“ბათუმთან ახლოს, თხილნარში ვცხოვრობ. შვილიშვილები  კრეფენ ყვავილებს,  მე ყოველ დილით ბათუმში მომაქვს და ვყიდი,  40  – 50 თეთრად. ვისაც რამდენი აქვს იმდენს მაძლევს. 21 წლის ვიყავი რომ გავთხოვდი.  ერთი ქალიშვილი და ხუთი შვილიშვილი მყავს. მეუღლე დიდი ხანია გარდამეცვალა.  ასეა, სიყვარული  ფრინველივითაა, მოფრინდება და გაფრინდება –  უნდა მოასწრო. ბედნიერი ვარ იმით რომ შვილი და შვილიშვილები მყავს.

ვოცნებობ რომ ქვეყანა გაძლიერდეს და ადამიანებმა კარგად იცხოვრონ”.

 

© Project „Humans of Georgia“

2014

მასალების გადაბეჭდვის წესი