ახალი ამბები

ღარიბაშვილის ვიზიტი სენაკის სამხედრო ბაზაზე

2 აპრილი, 2014 • • 1562
ღარიბაშვილის ვიზიტი სენაკის სამხედრო ბაზაზე

პრემიერმინისტრმა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ყაზარმა, სპორტული დარბაზი და აუზი დაათვალიერა, მან ასევე პატივი მიაგო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპულ სამხედროთა ხსოვნას.


პრემიერი სამხედრო ბაზაზე სტუმრობისას ჯარისკაცებსაც გაესაუბრა და მათი პირობების გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობად სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურეების ღირსების დაცვას და მათ მხარდაჭერას მიიჩნევს.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მთავრობა აქტიურად მუშაობს სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პერსონალის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების გაუმჯობესებაზე.


2013 წლიდან სამხედრო მოსამსახურეთა პირობების გასაუმჯობესებლად თავდაცვის სამინისტრომ 1,8161424 ლარი გამოყო, რაც ყაზარმებისა და გათბობის სისტემების რეაბილიტაციას მოხმარდა, ასევე განხორციელდა სასმელი წყლის რეზერვუარების მშენებლობა.


2013 წლის 1-ლი თებერვლიდან სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასი 25%-ით გაეზარდათ, საერთაშორისო მისიებსა და ოპერაციებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის 100 000 ლარიანი ერთჯერადი დახმარება  დაწესდა. 2014 წლის 1-ლი იანვრიდან კი საქართველოსთვის ბრძოლაში და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ყველა გმირის ოჯახი იღებს 500 ლარის ოდენობის ყოველთვიურ დახმარებას, რომელიც 2015 წლიდან 1000 ლარი გახდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი