ახალი ამბები

რუსეთის ჯარების უკრაინის საზღვრებიდან გასვლის ცნობას ნატო არ ადასტურებს

1 აპრილი, 2014 • • 1037
რუსეთის ჯარების უკრაინის საზღვრებიდან გასვლის ცნობას ნატო არ ადასტურებს

 

“სამწუხაროდ, ვერ დავდასტურებ, რომ რუსეთი ჯარებს უკან იწვევს. ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ. მასშტაბური სამხედრო მობილიზაცია სიტუაციის დეესკლაციაზე დადებითად ვერ იმოქმედებს”, – განაცხადა რასმუსენმა ბრიუსელში, სადაც ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო.

 

გერმანიის კანცლერის ოფისმა ორშაბათს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვლადიმირ პუტინი ანგელა მერკელს უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას დაპირდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი