ახალი ამბები

ტუვალუმ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება შეცვალა

31 მარტი, 2014 • • 1019
ტუვალუმ  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება შეცვალა

შესაბამის ოქმს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე ტუვალუს საგარეო საქმეთა მინისტრმა ტაუკელინა ფინიკასომ თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში ხელი დღეს მოაწერა მაია ფანჯიკიძეთან ერთად. 


ამ ოქმით საქართველომ და ტუვალუმ დაამყარეს საკონსულო და დიპლომატიური ურთიერთობები. ოქმის შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთიერთობას განავითარებენ სუვერენული თანასწორობით, სახელმწიფოთა შორის მეგობრული და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის საფუძვლებზე. 


ოქმში ხაზგასმულია, რომ ტუვალუ აღიარებს საქართელოს ტერიტირიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მისი რეგიონების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით. 


საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, აღნიშნული ფაქტით ტუვალუმ უარყო 2011 წლის უკანონო გადაწყვეტილება. ცალსახად დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემა.



“საქართველო მიესალმება ტუვალუსთან დიპლომატიური ურთიერთობების გამყარებას და გამოთქვამს იმედს, რომ ტუვალუს ამგვარი გადაწყვეტილება მაგალითი გახდება იმ რამდენიმე სხვა სახელმწიფოსთვისაც, რომლებმაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის გზით აღიარეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონები” – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 


ტუვალუს საგარეო საქმეთა მინისტრი ტაუკელინა ფინიკასუ თბილისს 30 მარტს ეწვია. დღეს იგი საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ტუვალუს დელეგაცია ასევე შეხვდება პრემიერმინიტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს და საქართველოს კათალიკოს–პატრიარქს. 


 










მასალების გადაბეჭდვის წესი