ახალი ამბები

ბათუმის სანაპირო ზოლში შტორმის სიმძლავრე 3 ბალამდე შემცირდა [ფოტო]

30 მარტი, 2014 • • 1396
ბათუმის სანაპირო ზოლში შტორმის სიმძლავრე 3 ბალამდე შემცირდა [ფოტო]

გასული ღამის განმავლობაში ბათუმის სანაპირო ზოლში 6 ბალის სიმძლავრის შტორმი დაფიქსირდა, რის შედეგადაც ზღვამ ახალ ბულვარში, სავალ ნაწილზე ზღვის ბალასტი ამოყარა.

 

“შტორმმა დაიკლო, დაახლოებით 3 ბალამდე და ველოდებით, რომ კიდევ დაიკლებს. როდესაც ცხადდება 6 ბალი, ეს არ ნიშნავს, რომ სარფიდან გონიომდე, ვთქვათ, ყველგან 6 ბალია, არის ადგილები, სადაც წყნარ ამინდშიც ღელვა სარფში, ახალ ბულვარში, მწვანე კონცხზე, ქობულეთში, ამათ შუალედებში შესაძლებელია 5 ბალი იყოს. ახლა 3 ბალზე მეტი არ არის და 3 ბალი საგანგაშო არაა”.– განაცხადა მამაუკა თურმანიძემ. 

 

მისისვე განცხადებით, დღევანდელი პროგნოზის მიხედვით, ბათუმში თოვა გაგრძელდება, ხოლო სიჩქარე 11მ/წ იქნება, გასული ღამის განმავლობაში ქარის სიჩქარე 20 მ/წ იყო. 

 

გარდა შტორმისა, 30 მარტის ღამეს აჭარაში მეწყერმა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალაძეებში სახლი გაანადგურა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის და თოვის გამო აჭარის მასშტაბით მეწყერი 4 ადგილას ჩამოწვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი