ახალი ამბები

საქართველოში ცივი ამინდები 1 აპრილამდე გაგრძელდება

30 მარტი, 2014 • • 1069
საქართველოში ცივი ამინდები 1 აპრილამდე გაგრძელდება

“სიცივე გაგრძელდება 30 მარტს ღამით და 31 მარტს. ამასთანავე, ყინვებია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს დაბლობში, დაახლოებით –5 გრადუსი ყინვა, აღმოსავლეთში -7 გრადუსი ყინვაც შეიძლება იყოს. თბილისში ველოდებით –3 გრადუს ყინვას. ხვალ დიდად ვერ გათბება, მაგრამ 1 აპრილიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს”– განუცხადა გვაზავამ “ნეტგაზეთს”

 

მისივე თქმით, დღეს ღამით ქარი შენარჩუნდება, თუმცა ხვალ, 31 მარტს ქარის ინტენსივობა დაიკლებს:

 

“მოსალოდნელია ქარი 17–22 მ/წ, როცა წუხელ 30მ/წ–ს უახლოვდებოდა  ქარი გარეუბნებში უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ცენტრალურ უბნებში”. 


შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ძლიერმა ქარმა 14 სახლის სახურავი დააზიანა, აქედან ერთ მათგანს სახურავი ნაწილობრივ ახადა. ამინდის გაუარესების გამო სამაშველო ბრიგადის დახმარება თბილისში 40 შემთხვევაში გახდა საჭირო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი