ახალი ამბები

ქედაში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი გაანადგურა

30 მარტი, 2014 • • 947
ქედაში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი გაანადგურა

“გუშინ 4 მეწყერი გვქონდა, ფაქტიურად, გადაკეტილი იყო ბათუმი– ადიგენის გზა, ხულოს მონაკვეთი, შუახევის მონაკვეთში, ჩამოიტანა ღორღი ხე–ტყესთან ერთად. ერთ–ერთი მეწყერი იყო ქედაში, სოფელ ბალაძეებში, სადაც მეწყერმა ედნარ ზოიძის საცხოვრებელი სახლი, ფაქტობრივად, გაანადგურა”. – განაცხადა “ნეტგაზეთთან” საუბრისას აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა თურმანიძემ.

 

მისივე თქმით, მეწყერი უხვმა ნალექმა გამოიწვია, რაც ძლიერი წვიმით და თოვლით გამოიხატა:

 

“თავიდანვე წვიმდა ძლიერად მთელს აჭარაში, შემდგომში გათოვდა მაღალმთიანეთში და მოგვიანებით ბათუმშიც გათოვდა, უკვე ძლიერმა წყლის ნაკადმა ეროზიული  პროცესები გამოიწვია, ჩამოშალა ერთ–ერთი მთის ნაწილი და პირდაპირ სახლს დაეჯახა. სახლი აღარ არსებობს”.

 

ედნარ ზოიძის ოჯახმა დროულად დატოვა  საცხოვრებელი სახლი და მეწყერს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი