ახალი ამბები

მარგველაშვილი საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე ობამას განცხადებას ეხმიანება

28 მარტი, 2014 • • 977
მარგველაშვილი საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე ობამას განცხადებას ეხმიანება

“მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს იყო განცხადება, რომელსაც დიდი ხანი ველოდი და ასეთი განცხადების მოსმენა მენდომებოდა, მაგრამ ამავე დროს რეალობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი არჩევანი ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის არის ძალიან ნათელი და ეს არ არის მხოლოდ კოალიცია “ქართული ოცნების” არჩევანი, ეს არის ისტორიული არჩევანი ქართველი ერის. როცა საუბარია უელსის სამიტზე, უელსის სამიტზე გაწევრიანების თემა არც მანამდე, იგივე რამდენიმე თვის წინ, სანამ ყირიმის მოვლენები მოხდებოდა, არც მერე, რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული, არ განიხილებოდა. უელსის სამიტის ბრენდი იყო, რომ ეს არ არის გაფართოების სამიტი. შესაბამისად, ჩვენ უელსის სამიტზე არ მოველოდით ნატოში გაწევრიანებას. ალბათ არც არავინ ფიქრობს, რომ საქართველო ან უკრაინა ნატოში წევრიანდებოდა უელსის სამიტზე. შესაძლოა ასეთი ემოცია გაჩნდა იმ გეოპოლიტიკური ვითარებიდან, რაც მოხდა უკრაინაში, მაგრამ ეს არარეალისტური იყო. შესაბამისად, ჩვენი ინტერპრეტაცია მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, დემოკრატიული სახელმწიფოს დაცულობას ჩვენ ევროატლანტიკურ სივრცეში ვეძიებთ, მაგრამ მოლოდინი, რომ უელსში ჩვენ ნატოს წევრები გავხდებოდით, არ იყო”, – განაცხადა პრეზიდენტმა გადაცემა “პოზიციაში”.

 

მისივე თქმით, თუ ობამას განცხადებას მშვიდად შევაფასებთ, მივხვდებით, რომ ეს არც ქართული ოცნების ქმედებით, არც ნაციონალური მოძრაობის ქმედებით არ იყო განპირობებული:

 

ობამას განცხადება არის განპირობებული იმ დამოკიდებულებით, რომელიც არის რუსეთის ფედერაციის მიმართ და პოლიტიკა არის აღებული იმ მიმართულებით, რომ შეეცადონ და რუსეთის გარიყვის გარეშე რუსეთი ჩართონ იმ მშვიდობიან და დიპლომატიურ კონტექსტში, რომლითაც ცხოვრობს მთელი კაცობრიობა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.


 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ბრიუსელში, ამერიკა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულპრესკონფერენციაზე  განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არც უკრაინა და არც საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე არ დგანან.

 


მასალების გადაბეჭდვის წესი