ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ის, რაც ხდებოდა 9 წლის განმავლობაში, სააკაშვილის პასუხისმგებლობაა

28 მარტი, 2014 • • 1104
ღარიბაშვილი: ის, რაც ხდებოდა 9 წლის განმავლობაში, სააკაშვილის პასუხისმგებლობაა

“მინდა კომენტარი გავაკეთო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით. არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ეს ადამიანი კვლავაც უარს ამბობს პროკურატურის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიული დაკითხვის წესზე. ვგულისხმობ ვიდეოდაკითხვის ფორმას. მან კიდევ ერთხელ მოახდნა საკუთარი თავის ლუსტრაცია. ის უბრალოდ გაურბის საგამოძიებო ორგანოების მიერ დასმულ მძიმე კითხვებს, რითაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ეჭვებს. არა მხოლოდ ჩვენს, არამედ მთლიანად ჩვენი საზოგადოების და მსოფლიოს ეჭვებს. თქვენ ალბათ ნახეთ, როგირი კორექტული იყო საქართველოს პროკურატურა. მან აბსოლუტუტად კანონის ფარგვლებში იმოქმედა და როცა გამოძიება მივიდა იმ კონდიციამდე, რომ საჭირო გახდა ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა, მან კანონის ფარგლებში მოიწვია, თუმცა მან [მიხეილ სააკაშვილმა] თავიდანვე იგნორი გაუკეთა და შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს. მინდა დავამშვიდო შეშინებული ყოფილი პრეზიდენტი. მესმის, რომ მას ეშინია და ის გაურბის ამ მძიმე კითხვებს. მინდა დავარწმუნო იგი და მთლიანად საზოგადოება, რომ  მას მოუწევს პასუხის გაცემა დღეს თუ ხვალ ამ კითხვებზე და არა მარტო ამ კითხვებზე. მას მოუწევს პასუხის გაცემა, ვინაიდან ის, რაც ხდებოდა 9 წლის განმავლობაში, სწორედ პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა. სხვა თუ არაფერი, 300 ათასი ადამიანი გასამართლდა, ათასობით ადამიანს წაართვეს ბიზნესი, უამრავი ადამიანი გახდა წამების მსხვერპლი და უამრავი გახმაურებული მკვლელობა მოხდა, რაზეც საზოგადოება საჭიროებს პასუხის გაცემას. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ვართ თანმიმდევრულები იგივე თუნდაც ჟვანიას საქმესთან დაკაშირებით, რამაც უამრავი ხმაური გამოიწვია, და ჩვენთვის გაუგებარია, თუ საიდან მომდინარეობს ეს ისტერიკა, რომელიც ნაციონალებმა წამოიწყეს. ისინი უნდა იყვნენ, პირველ რიგში, დაინტერესებული, რომ გამჭვირვალედ წარიმართოს გამოძიება. მაქვს სრული დასტური პროკურატურის მხრიდან, რომ ისინი გამოძიებას ბოლომდე მიიყვანენ და ყველა კითხვაზე პასუხს გასცემენ”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე. 

 

საქართველოს მთავრმა პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა 10 საქმესთან დაკავშირებით. საზღვარგარეთ მყოფმა სააკშვილმა უარი განაცხადა დაკითხვაზე გამოცხადებაზე. ამის შემდეგ პროკურატურამ მას Skype-ით დაკითხვა შესთავაზა, რასაც სააკაშვილმა უარით უპასუხა. პროკურატურის უწყება სააკაშვილის დედას- გიული ალასანიას 22 მარტს ჩაბარდა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი