ახალი ამბები

თბილისში კონფერენცია “ევრაზიული არჩევანი 2014” მიმდინარეობს [Video]

28 მარტი, 2014 • • 995
თბილისში კონფერენცია “ევრაზიული არჩევანი 2014” მიმდინარეობს [Video]

კონფერენცია გახსნა კოალიცია “ევრაზიული არჩევანი – საქართველოს” ლიდერმა არჩილ ჭყოიძემ. მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს მთავრობა ანტირუსულ პროპაგანდას ეწევა, ხოლო სააკაშვილის მმართველობის დროს ეს პროპაგანდა ისტერიკაში გადაიზარდა, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის ომით დასრულდა. ჭყოიძის თქმით, ანტირუსულ პროპაგანდას დღეს საქართველოში თან ახლავს ისტორიული ფაქტების ფალსიფიკაცია, რათა საზოგადოებაში შეიქმნას პროევროპული განწყობა.

 

კონფერენციაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდა დსთ-ს დეპარტამენტის ინსტისტუტის ხელმძღვანელი ბადრი ნაჭყებია. მისი თქმით, იგი არ ეთანხმება ჭყოიძის მოსაზრებას, რომ საქართველოს ადგილი არის ევრაზიულ კავშირში:

 

“ვთვლით, რომ ევრაზიულ კავშირზე ლაპარაკი ახლა ზედმეტია. ევრაზიულ კავშირზე შეიძლება ვილაპარაკოთ, როცა დაწყნარდება სიტუაცია. დღესდღეობით საქართველოსთვის მთავარია, რომ რაღაცნაირად დააბალანსოს სიტუაცია რუსეთთან,” – განაცხადა ნაჭყებიამ. მისივე თქმით, როდესაც რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და მოხდა ყირიმის ანექსია, საქართველოში პოზიტიურ ცვლილებებზე ევრაზიულ კავშირთან მიმართებაში საუბარი ზედმეტია. მან ასევე განმარტა, რომ დღევანდელ კონფერენციაში მონაწილეობს, რათა დააფიქსიროს მისი ორგანიზაციის აზრი.

 

“ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრე ვიქნები იმ შემთხვევაში, თუკი ნატოში იქნება გაწევრიანებული მთლიანად ევრაზია”, – განაცხადა ბადრი ნაჭყებიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი