ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვაკის “გუდვილი” დააჯარიმა

28 მარტი, 2014 • • 1419
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვაკის “გუდვილი” დააჯარიმა

სურსათის ეროცნული სააგენტოს ინფორმაციით, სუპერმარკეტ “გუდვილში” სარეალიზაციოდ გამოტანილ დაკონსერვებულ საქონლის ხორცს (“Смоленская”) რუსულენოვან ეტიკეტზე მითითებული ჰქონდა, რომ პროდუქტი შეიცავს სოიოს ცილას, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ქართულ სტიკერზე არ იყო დატანილი. გარდა ამისა, დახლებზე განთავსებულ სხვადასხვა დასახელების სურსათს არ ჰქონდა ქართული ეტიკეტი.

“დარღვევები გამოვლინდა ასევე კოტე აფხაზის ქუჩაზე  მდებარე  შპს “ლაზურისა” და ლესელიძის ქუჩაზე – ი/მ “აკაკი ნადირაძის” მარკეტებში, სადაც გლეხური წარმოების დაფასოებული თაფლი ეტიკეტის გარეშე იყო წარმოდგენილი”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა შპს “ლაზურიდან” ამოიღეს ვადაგასული ლორი, იოგურტი, სხვადასხვა წარმოების კარაქი, კაკაო, ჩიპსი. ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნესოპერატორები 400 ლარით დაჯარიმდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი