ახალი ამბები

ევროკომისია: 2013 წელს საქართველოში ისლამოფობიისა და ჰომოფობიის მაგალითები დაფიქსირდა

28 მარტი, 2014 • • 1154
ევროკომისია: 2013 წელს საქართველოში ისლამოფობიისა და ჰომოფობიის მაგალითები დაფიქსირდა

“საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით 2013 წელს შერეული იყო. 2013 წლის განმავლობაში ისლამოფობიისა და ჰომოფობიის მაგალითებიც დაფიქსირდა. 8 თებერვალს ხელისუფლებამ ვერ აღკვეთა სახელმწიფოს მეთაურის სიტყვით გამოსვლის ჩაშლის მცდელობა. 17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო დღეს პოლიციამ ვერ მოახერხა 30 000 ძალადობრივი კონტრ–დემონსტრანტის შეტევის პრევენცია 50–მდე მშვიდობიანი ლგბტ აქტივისტის მიმართ. ბრალმდებლების და მართლმსაჯულების ჩავარდნა თავდამსხმელების გასამართლებასთან დაკავშირებით აჩენს კითხვებს დაუსჯელობასთან დაკავშირებით. განსხვავებით 2012 წლისაგან, 2013 წელს პროფკავშირების წარმომადგენლებს არ ჰქონიათ საჩივრები შევიწროვებასთან დაკავშირებით”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი