ახალი ამბები

სააკაშვილის მხარდამჭერი და საწინააღმდეგო აქცია პროკურატურასთან [VIDEO]

27 მარტი, 2014 • • 1018
სააკაშვილის მხარდამჭერი და საწინააღმდეგო აქცია პროკურატურასთან [VIDEO]

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანიზებით აქცია – “მე დღეს მიშა ვარ, მეც დამკითხეთ” იმართება. ისინი აპროტესტებენ იმას, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი დაბარებულია პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხვისთვის.


საწინააღმდეგო აქციას მართავენ პროკურატურის შენობასთან მელორ ვაჩნაძე, რატი მაისურაძე და სხვა მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს აქციის გამართვაში ხელს შეუშლიან.


მელორ ვაჩნაძის თქმით, ის სრულიად არის პასუხისმგებელი იმ მოვლენებზე, რომელიც დღეს პროკურატურასთან განვითარდება:


“აქ პატარა მიშები მოდიან. ჩვენ ყოველთვის ხმაურით ვხვდებოდით სააკაშვილს. ჩვენ გვერდით არიან ადამაინები, რომლებიც წლების მანძილზე იბრძოდნენ. ჩვენ გავივლით რეპეტიციას, სანამ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდება. პატარა მიშებმა თავის თავზე უნდა იწვნიონ ის განწყობა, რაც საქართველოში არსებობს.”


კონტრაქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს პლაკატი დაუხია, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, რის შემდეგაც პოლიციამ აღნიშნული პირი შემთხვევის ადგილიდან გაიყვანა.


შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 10 სისხლის სამართლის საქმეზე დაიბარა დღეისათვის პროკურატურამ მოწმის სტატუსით დასაკითხად, თუმცა სააკაშვილი დღეს საქართველოში ჩამოსვლას და დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი