ახალი ამბები

პეტრიაშვილი: საქართველოსთან კონსულტაციის საფუძველზე ნატო მიიღებს გადაწყვეტილებას

27 მარტი, 2014 • • 1174
პეტრიაშვილი: საქართველოსთან კონსულტაციის საფუძველზე ნატო მიიღებს გადაწყვეტილებას

პეტრიაშვილმა მედიასთან კომენტარი დღეს ექსპო ჯორჯიაში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მსვლელობისას გააკეთა: 

“ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, მისი ოცდარვავე წევრი და ნატოს ხელმძღვანელობა დარწმუნებულია და ერთსულოვანია იმაში, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული კონტრიბუცია საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დემოკრატიის კონსოლიდაციაში შესაბამისად და ჯეროვნად უნდა იყოს ასახული ნატოს გადაწყვეტილებებში. ეს იქნება აუცილებლად პროგრესი. აუცილებლად განსხვავებული ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გამეორებისგან. და რა იქნება კონკრეტულად, ეს ამას უახლოესი თვეების განმავლობაში საქართველოსთან კონსულტაციის საფუძველზე, კონსენსუსის საფუძველზე ნატო მიიღებს გადაწყვეტილებას”.


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ბრიუსელში, ამერიკა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულპრესკონფერენციაზე  განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არც უკრაინა და არც საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე არ დგანან. 


აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამჟამად ნატოს გაფართოების გეგმა არ არსებობს, თუმცა აშშ და ევროკავშირი ყველა ზომას მიმართავს უკრაინის მხარდასაჭერად. 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი