ახალი ამბები

სოციალურად დაუცველ ოჯახებს ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილს ქუთაისის მერია გადაუხდის

26 მარტი, 2014 • • 1767
სოციალურად დაუცველ ოჯახებს ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილს ქუთაისის მერია გადაუხდის

ერთსულიან და ორსულიან ოჯახებს მერია 36 ლარით დაეხმარება; სამ, ოთხ და ხუთწევრიან ოჯახებს – 54 ლარით, ექვს და შვიდწევრიან ოჯახებს – 72 ლარით, ხოლო რვა და მეტ წევრიან ოჯახებს კი 90 ლარის დაფინანსება მიეცემათ ელექტროენერგიის გადასახადის დასაფარად:


„ეს ახალი სოციალური პროგრამაა, საკმაოდ დიდი მოცულობის პროგრამაა ჩვენს ბიუჯეტთან მიმართებაში. ეს იქნება პროპოციული თანადაფინანსება და ყოველთვიურად მოხდება თანხის ჩარიცხვა მათ სააბონენტო ნომერზე,“ – აღნიშნავს მურღულია.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყოფა, რომელიც, მურღულიას განმარტებით, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გამო გამოთავისუფლდა. 

პროექტის ბენეფიციარები ის 6 500 სოციალურად დაუცველი ოჯახი იქნება, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-მდეა. პროგრამის განხორციელებას მერია 1 აპრილიდან დაიწყებს და  9 თვის განამვლობაში გაგრძელდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი