ახალი ამბები

პრემიერი: არც ყოფილი პრეზიდენტი და არც მისი დაკითხვაზე დაბარება, არავის აინტერესებს

25 მარტი, 2014 • • 856
პრემიერი: არც ყოფილი პრეზიდენტი და არც მისი დაკითხვაზე დაბარება, არავის აინტერესებს

მან ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტის შედეგები შეაჯამა.

 

“ძალიან სასარგებლო იყო ეს ფორუმი, რომელიც საინტერესესოდ წარიმართა. მსოფლიო ლიდერებს საშუალება ჰქონდათ გაეცვალათ თავიანთი მოსაზრებები. საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი რეგიონში, რომელსაც შეაქვს განსაკუთრებული წვლილი მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებში,”-აღნიშნა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, ორმხრივ შეხვედრებზე გამოიკვეთა სრული მხარდაჭერა საქართველოსადმი და მოლოდინი ასოცირების ხელშეკრულების დაჩქარებულად, დროზე ადრე ხელმოწერის. ასევე, ღარიბაშვილის თქმით, მსოფლიო ლიდერთა მხრიდან არსებობს მზაობა საქართველოში ვიზიტების განხორციელების.

 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ახლო მომავალში მსოფლიო რამდენიმე ლიდერი ესტუმრება. მათ შორის: საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, შვეიცარიის პრეზიდენტ დიდიერ ბურკჰალტერი,ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმანვან რომპუი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მარტინ ლაიდგარდი.


მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვაზე 27 მარტსაა დაბარებული. ამ ფაქტის გამო შეშფოთება გამოთქვეს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროკომისარმა შტეფან ფულემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი