ახალი ამბები

პერფორმანსი ზურაბ ქარუმიძის მხარდასაჭერად საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე [video]

25 მარტი, 2014 • • 1715
პერფორმანსი ზურაბ ქარუმიძის მხარდასაჭერად საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე [video]

გიორგი ხასაიას თქმით, მან ამ ფორმით მწერლის დეპუტატების მხრიდან მარგინალიზაციის მცდელობა გააპროტესტა. ზურაბ ქარუმიძე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრიტანეთის ელჩად წარდგენილ კანდიდატებს შორის ერთ-ერთი იყო. თუმცა მისი მისამართით დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ ქარუმიძის კანდიდატურა აღარ განხილულა.


“ეს არის ერთგვარი მხარდაჭერა ზურას მიმართ. ჩვენ ვართ სამარცხვინო ფაქტის მომსწრე, როდესაც ხდება კარგი ქართველი მწერლის მარგინალიზაცია და ამას, მათ შორის პარლამენტარების ის ნაწილიც, ვისგანაც არ ველოდით, ხვდება დუმილით. საშიში ტენდეციაა, როგორ ხდება მწერლის წიგნიდან უკონტექსტოდ ამოგლეჯილი ფრაგმენტების საფუძველზე მისი მარგინალიზაცია,” – განაცხადა გიორგი ხასაიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი