ახალი ამბები

“ჩვენი მხრიდან ძალიან პრინციპულად ფიქსირდება პოზიცია, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა”

25 მარტი, 2014 • • 903
“ჩვენი მხრიდან ძალიან პრინციპულად ფიქსირდება პოზიცია, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა”

პეტრიაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქმის შესახებ აშშ–ის განცხადებას საქართველოს მთავრობა ძალიან ყურადღებით გაეცნო:

 

“ჩვენ მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორებისაგან გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებს ჩვენ ძალიან მშვიდად აღვიქვამთ. გულისყურით გავეცანით მას და ჩვენი სურვილიც არის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაში არავის ჰქონდეს აღქმა, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით წარმოებული პროცესები არსებობს. ასევე ჩვენი მხრიდან ძალიან პრინციპულად ფიქსირდება პოზიცია, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა, არც ყოფილი და არც მოქმედი ხელისუფლების უმაღლესი პირები”.

 

ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ამ საქმის გამო საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების თვალსაზრისით პრობლემები შეექმნას, იგი ასე პასუხობს:

 

“რაც შეეხება ამ დაკითხვის გავლენის შესაძლებლობას ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე, მინდა არაკეთილმოსურნეებს იმედები გავუწბილო, ხოლო მხარდამჭერები გავამყარო რწმენაში, რომ ვერაფერი შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანმებას. ერთადერთი ცვლილება, რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის ხელმოწერის დაჩქარება”, – განაცხადა პეტრიაშვილმა და არ გამორიცხა, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერა კიდევ უფრო დაჩქარდეს და ხელი ივნისამდეც მოეწეროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი