ახალი ამბები

ნოდია: სააკაშვილის დაბარება იყო ერთგვარი წითელი ხაზის გადალახვა

25 მარტი, 2014 • • 1287
ნოდია: სააკაშვილის დაბარება იყო ერთგვარი წითელი ხაზის გადალახვა

“რა თქმა უნდ,ა ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარება აძლიერებს იმ განცდას დასავლეთში, რომელიც მანამდეც არსებობდა, რომ საქართველოში მოქმედებს შერჩევითი სამართალი. ყოფილი პრეზიდენტის დაბარება იყო ერთგვარი წითელი ხაზის გადალახვა, რადგან სრულიად ცალსახა და პირდაპირი მესიჯები ჰქონდა ხელისუფლებას ამერიკისგანაც და ევროპისგანაც, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინათ. რაც შეეხება შედარებებს, რომ დასავლეთში და ცივილიზებულ ქვეყნებში ეს ხდება, განსხვავება სწორედ იმაშია, რომ საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული დემოკრატია, საქართველოში არ არსებობს პრეცედენტი ჩამოუყალიბებული პოლიტიკური მართლმსაჯულებისა, ხელისუფლებას აქვს ბერკეტები, რომ გამოიყენოს მართლმსაჯულება პოლიტიკური ნიშნით და შესაბამისად იყენებს კიდეც ამას,  ყოველ შემთხვევაში, ყველა ასე ხედავს”, – აცხადებს გია ნოდია. მისივე თქმით, ამ საკითხზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან საუბარი არ ყოფილა.


ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე პროკურატურაში 27 მარტსაა დაბარებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი