ახალი ამბები

მერაბიშვილი: პროკურატურამ ჩემზე ზეწოლა ისევ მოახდინა

24 მარტი, 2014 • • 866
მერაბიშვილი: პროკურატურამ ჩემზე ზეწოლა ისევ მოახდინა

მერაბიშვილის განცხადებით, დღეს, 2012 წლის 31 ოქტომბერს განხორციელებული სახელმწიფო ქონების პრივატიზების ფაქტზე დაკითხვის დროს, პროკურატურის წარმომადგენლებმა სცადეს, რომ მიეღოთ მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო ჩვენება.

 

ნეტგაზეთმა მერაბიშვილის ადვოკატ ოთო კახიძეს ჰკითხა, თუ რა იგუსლხმება “ზეწოლაში. კახიძისთვის დეტალები ცნობილი არ არის. 

 

საქართველოს მთავარი პროკურატურა მერაბიშვილის გავრცელებულ განცხადებას სიცრუეს უწოდებს. 

 

“ეს რომ ყოფილიყო, რა სახის ზეწოლაც იქნებოდა, აუცილებლად დააკონკრეტებდა”, ამბობს პროკურატურის პრესსამსახური. 

 

მერაბიშვილის მტკიცებით, მსგავსი მცდელობა პროკურატურას 2013 წლის 14 დეკემბერსაც ჰქონდა. მერაბიშვილმა ბრალი მაშინდელ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს დასდო და განაცხადა, რომ ღამის 3 საათზე პირადად შესთავაზა ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა.

 

პროკურატურამ ეს ბრალდებაც ცილისწამებად მიიჩნია და მერაბიშვილის მოთხოვნა, მის განცხადებაზე საქმე აღძრულიყო, არ დააკამყოფილა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი