ახალი ამბები

ღარიბაშვილი სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებაზე: მსგავსი რამ ხდება ევროპის შუაგულშიც

24 მარტი, 2014 • • 1006
ღარიბაშვილი სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებაზე: მსგავსი რამ ხდება ევროპის შუაგულშიც

პრემიერის განცხადებით, ჰააგაში გამართულ ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე ყოფნისას, სადაც საქართველოს დელეგაციაც მონაწილოებს საგარეო საქმეთა და გარემოს დაცვის მინისტრების შემადგენლობით, არც ერთ შეხვედრაზე არ “წამოუწევიათ” ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარების ფაქტი. 

 

“ეს არის მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან რჩევა, რომ ეს პროცესი იქნას წარმართული გამჭვირვალედ. მე უბრალოდ არ მესმის, ეს ისტერიკა საიდან მომდინარეობს. ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი, დემოკრატიული პროცესია. მსგავსი რამ ხდება ევროპის შუაგულში”,- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა მაგალითად მოიყვანა საფრანგეთი, სადაც გამოძიებას ჰქონდა კითხვები პრეზიდენტებთან, ხოლო იტალიის პრემიერმინისტრ ბერლუსკონის შვიდი წლით თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი. 

 

ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ ამ გამოძიების პროცესი გამჭირვალედ წარიმართება, რადგან მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კანონის უზენაესობაა. 

 

“ეს არის აბსოლუტურად ნორმალური პროცესი. მით უმეტეს, პროკურატურას საუბარი აქვს ძალიან მძიმე დანაშაულობებზე. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამაში არ მიგვიცია არავითარი ეჭვის საფუძველი. თუ ვინმე ცდილობს წარმოაჩინოს ისე, რომ საქართველო იყოს უფრო მეტად დემოკრატიული ქვეყანა, ვიდრე არის საფრანგეთი ან იტალია, ეს, მე მგონი, მცდარი შეფასებაა. არავინ არ უნდა მოგვთხივოს ჩვენ, რომ ვიყოთ უფრო მეტად კათოლიკე, ვიდრე რომის პაპი”,- განაცხადა დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმა ჰააგაში ყოფნისას.


საქართველოს პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე სისიხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხვაზე იბარებს. სააკაშვილი 27 მარტს, 13:00 საათზე უნდა გამოცხადდეს პროკურატურაში. უწყება სააკვილის დედას გიული ალასანიას ცაბარდა. საზღვარგარეთ მყოფი სააკშვილი კი დაკითხვაზე გამოცხადებას არ აპირებს. 

 

ექსპრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარებამ შეაშფოთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. განცხადებაში წერია, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, მაგრამ სააკაშვილის დაბარება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ბადებს კითხვის ნიშნებს, მით უფრო რომ დემოკრატიული ინსტიტიუტები მყიფეა საქართველოში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი