ახალი ამბები

ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ნატოს საწინააღმდგო აქციაზე [ფოტო/ვიდეო]

24 მარტი, 2014 • • 1836
ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ნატოს საწინააღმდგო აქციაზე [ფოტო/ვიდეო]

თბილისში, კინოს სახლში “ევრაზიის ინსტიტუტის” ორგანიზებით, ნატოს საწინააღმდეგო, რუსული ფილმის ჩვენება გაიმართა. პარალელურად კინოს სახლის წინ კონტრაქცია მოეწყო ფილმის ჩვენების წინააღმდეგ და “ევრაზიის ინსტიტუტის” საქართველოში მუშაობის აკრძალვის მოთხოვნით. 

“ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელის გულბაათ რცხილაძის თქმით, აჩვენეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავს 1999 წელს ნატოს შეიარაღებული ძალების მიერ ყოფილი იუგოსლავიის, ამჟამად კი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადის დაბომბვას. რცხილაძის თქმით, ნატოს შეიარაღებული ძალების თავდასხმის გამო ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. “ევრაზიის ინსტიტუტის” მომხრეების აზრით, ნატო რომ არ ყოფილიყო იუგოსლავია არ დაიშლებოდა. 

 

ევრაზიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული აქცია ნატოს წინააღმდეგ, თბილისი, 24 მარტი, 2014 წელი, ფოტო: მიშა ქურდაძე
ევრაზიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული აქცია ნატოს წინააღმდეგ, თბილისი, 24 მარტი, 2014 წელი, ფოტო: მიშა ქურდაძე

ჩვენებას სამი სასულიერო პირი დაესწრო, მათ შორის სინოდის ერთი წევრი – რუსთავისა და მარნეულის ეპისკოპოსი იოანე გამრეკელი. კინოს სახლთან მის გამოჩენას კონტრაქციის მონაწილეები შეძახილებით, “იუდა!”, “ფუი ეშმაკს!” “დაგმე პუტინი” და “მარხვის დროს ფლმის ყურება შეიძლება?” შეხვდნენ. 

“ევრაზიის ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებული აქციის პარალელურად აქცია გაიმართა კინოს სახლის შესასვლელთან, სადაც მოქალაქეებმა “ევრაზიის ინსტიტუტის” ორგანიზებული ღონისძიება გააპროტეტსტეს. აქციის მონაწილის თამარ ქუთათელაძის თქმით, აქცია “ფეისბუქის” დახმარებით დაიგეგმა. 

იმის მიუხედავად, რომ “კინოს სახლის” შესასვლელს პოლიციის კორდონი იცავდა, კონტრაქციის მონაწილეებმა დარბაზში შეღწევა მოახერხეს. პირველად, ფილმის დაწყებამდე, კონტრაქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დარბაზში მსხდომებს “გაშიფრულები” უწოდა. მან დარბაზში მსხდომებს მოუწოდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული რუსი ჯარისკების ხსოვნისთვის პატივი ფეხზე ადგომით მიეგოთ, რასაც დარბაზის ნახევარი დაეთანხმა. კონტრაქციის მონაწილე ზაზა ბერაძემ დარბაზში მსხდომებს გამყიდველები უწოდა და ხურდები მიაყარა, რამაც დარბაზში მსხდომების გაღიზიანება მოჰყვა და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ფილმის ჩვენებაზე მისულმა აქციის მონაწილემ შეურაცხყოფა მიაყენა “ტაბულას”ჟურნალისტს, რომელსაც ჰქონდა კითხვები კინოჩვენებასთან დაკავშირებით. 

“კინოს სახლთან” ინციდენტი მოხდა, ირმა ინაშვილსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის. ირმა ინაშვილის განცხადებით, იგი სამსახურში, რადიო ობიექტივსი მივიდა, რომელიც კინოს აახლში მდებარეობს. კონტრაქციის მონაწილეებმა და ირმა ინაშვილმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ფილმის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიმართულებით, სადაც განთავსებულია “ნატოს საინფორმაციო ცენტრი”. ვითარება დაიძაბა მაშინ, როცა აქციის მონაწილეებმა “კინოს სახლის” დატოვება გადაწყვიტეს, რათა მსვლელობა მოეწყოთ. 

 

ევრაზიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული აქცია ნატოს წინააღმდეგ, თბილისი, 24 მარტი, 2014 წელი, ფოტო: მიშა ქურდაძე
ევრაზიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული აქცია ნატოს წინააღმდეგ, თბილისი, 24 მარტი, 2014 წელი, ფოტო: მიშა ქურდაძე

პოლიციამ კონტრაქციის მონაწილეების ბლოკირება ძმები კაკაბაძეებისა და ვასილ ბარნოვის ქუჩების კვეთასთან მოახდინა. კონტრაქციის ზოგიერთმა მონაწილემ მაინც შეძლო კორდონიდან თავის დაღწევა, რის შემდეგაც ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის წევრ ირაკლი ყიფიანს სცემა. პოლიციამ “კინოს სახლთან” სამი პირი დააკავა. 

სიტყვიერი და ფიზიკური შეუარცხყოფის ფონზე, “ევრაზიის ინსტიტუტის” მხარდამჭერებმა მსვლელობის მოწყობა მაინც შეძლეს. პოლიციის კორდონის თანხლებით. პარალელურად მიმდინარეობდა კონტრაქცია. რუსთველის გამზირის სავალი ნაწილი რუსთაველის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე პოლიციამ გადაკეტა. 

აქცია საჯარო ბიბლიოთეკის მესამე კორპუსთან ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე დასრულდა. 

მსგავსი შინაარსის აქცია “ევრაზიის ინსტიტუტის” ორგანიზებით ბათუმშიც მოეწყო. ევროპის მოედანზე რამდენიმე ადამიანმა ნატოს საწინააღმდეგო აქცია გამართა. აქიის მონაწილეებსა და ახალგაზრდული ორგანიზაცია „მომავალი საქართველოსთვის“ წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის გამოც საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. 

დღეს, თბილისში საქართველოს პარლამენტის წევრებისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტისა და საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა.  ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 26 მარტს დასრულდება. 

ევრაზიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული აქცია ნატოს წინააღმდეგ, თბილისი, 24 მარტი, 2014 წელი, ფოტო: მიშა ქურდაძე
ევრაზიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული აქცია ნატოს წინააღმდეგ, თბილისი, 24 მარტი, 2014 წელი, ფოტო: მიშა ქურდაძე

“ევრაზიის ინსტიტუტი” 2009 წელს პოლიტოლოგთა მცირე ჯგუფმა დაარსა. ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტი რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის პრაქტიკული ხელშეწყობაა. ორგანიზაციის ვებგვერდის მიხედვით, ყურადღების ცენტრშია საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური პრობლემებისა და საგარეო პოლიტიკის, ასევე მთელი რიგი საერთაშორისო მოვლენების მონიტორინგი და ანალიზი.

2008 წლის 5 იანვარს საქართველოში ჩატარდა პლებისციტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას 77%-მა  მხარი დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი