ახალი ამბები

შსს-მ ადვოკატთა ასოციაციის წევრი დააკავა

24 მარტი, 2014 • • 1078
შსს-მ ადვოკატთა ასოციაციის წევრი დააკავა

გამოძიების ინფორმაციით, მალხაზ შვიდბიჭაშვილი მოქალაქე გივი ო-ს აუქციონის შედეგების გაუქმებას და მიწის ნაკვეთის დაუბრუნებაში დახმარებას დაპირდა, რასაც იგი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მაღალჩინოსნებისთვის 50000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ მოახერხებდა.

შსს-ს ცნობით, მალხაზ შვიდბიჭაშვილმა მოტყუებით, თაღლითურად, თითქოსდა სასამართლო ინსტანციებში პროცესების მოგების სანაცვლოდ, გივი ო-ს 2012 წლის სექტემბერში 25000 აშშ დოლარი, ხოლო 2013 წლის თებერვლში 15000 აშშ დოლარი გამოართვა.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი