ახალი ამბები

უსუფაშვილი ყირიმზე: რუსეთმა პრაქტიკულად ტერიტორია მიიტაცა

19 მარტი, 2014 • • 979
უსუფაშვილი ყირიმზე: რუსეთმა პრაქტიკულად ტერიტორია მიიტაცა

დავით უსუფაშვილის თქმით, უკრაინის  მოვლენების ასე განვითარება არც საქართველოს, არც უკრაინელ ხალხს და არც დემოკრატიულ მსოფლიოს სურდა:

” რუსეთმა 21-ე საუკუნისთვის სრულიად წარმოუდგენელი აგრესია განახორციელა და პრაქტიკულად, ტერიტორია მიიტაცა. დარწმუნებული ვარ, ეს ასე არ დარჩება. ამ რწმენით ვაგრძელებთ ჩვენც შრომას საკუთარი ქვეყნის გასამთლიანებლად და, როგორც ჩანს, ეს პროცესები ძალიან მჭიდროდ და პარალელურ რეჟიმში წარიმართება”,-აღნიშნა უსუფაშვილმა.

 

უსუფაშვილის შემდეგ პლენარულ სხდომაზე სიტყვით ნუგზარ წიკლაური გამოვიდა. წიკლაურის თქმით, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა კითხვებს აგვისტოს ომთან დაკავშირებითაც გასცა პასუხი:

 

“ყველანი ვხედავთ, რომ უკანასკნელმა აგრესიამ გააშიშვლა რუსეთი, როგორც აგრესიული სახელმწიფო. ეს არის ბოროტების იმპერია, ეს გამონათქვამი როლანდ რეიგანის მუდმივად უცვლელი და აქტუალური რჩება. ეს ცივილიზაციათა ტრაგიკული შეჯახებაა. საქართველომ უნდა აირჩიოს მხარე, აქ განზე ვერ დავდგებით. ჩვენ სპეციალური განცხადებით მხარი უნდა დავუჭიროთ სანქციებს და დავდგეთ თავისუფალი სამყაროს გვერდით. ამ იმპერიასთან ჩვენ უნდა შევწყვიტოთ კოლაბორაციონიზმის რეციდივები, ისეთი, მაგალითად, როგორიც რუსის აგენტების გამოშვება იყო. საქართველომ მკაფიოდ უნდა მოითხოვოს ნატოში გაწევრიანება.”

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი