ახალი ამბები

საგანელიძე: ნაცმოძრაობაზე დამოკიდებული კადრებით ადმინისტრაციის დაკომპლექტება მიუღებელია

19 მარტი, 2014 • • 971
საგანელიძე: ნაცმოძრაობაზე დამოკიდებული კადრებით ადმინისტრაციის დაკომპლექტება მიუღებელია

 

“ჩემთვის თავის დროზეც იყო ცოტა გასაკვირი და გულდასაწყვეტი იყო ეს იმიტომ, რომ მიმაჩნია: ძალიან ძლიერი კადრები ჰყავს “ქართულ ოცნებას”, ქართულ საზოგადოებას და მაინცდამაიც ნაციონალურ მოძრაობაზე დამოკიდებული კადრებით დაკომპლექტება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურების, ჩემი აზრით, მისაღები არ არის”,  – განაცხადა საგანელიძემ.

 

გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ვანო მაჭავარიანი უმსგავსო საქციელში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მისი და გიორგი მარგველაშვილის დაპირისპირების ერთ–ერთი მიზეზი ვანო მაჭავარიანის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნაა:

 

“უმსგავსო საქციელი ჩაიდინა ამ კაცმა, რომელიც ჩვენთან მოვიდა იმის გამო, რომ ნაციონალური მოძრაობა შეეშინებინა”, – განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა დიდი ხნის მანძილზე სამსახურს არ აძლევდა ვანო მაჭავარიანს:

 

“ქრთამის სახით მისცეს სამსახური საპარტნიორო ფონდში, რომლის პრეზიდენტიც გილაური გახლდათ. 7 ათასი ლარი დაუნიშნეს ხელფასად. ჩვენ ოქტომბერში გავიმარჯვეთ და ეს ისევ იქ მუშაობდა. გილაურმა შემომითვალა, ეს კაცი ორჯერაც არ მოსულაო, ხელფასის ასაღებადაც არ დადის, ქრთამის სახით იღებსო და თქვენ ხომ არ გჭირდებათო, და მე ვუთხარი, მე არც მომიყვანია და არც წაყვანას ვაპირებ-მეთქი, ანუ ისევ გილაურმა გაათავისუფლა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი