ახალი ამბები

ყირიმთან დაკავშირებით გაეროს რეზოლუციის პროექტს რუსეთმა ვეტო დაადო

15 მარტი, 2014 • • 1337
ყირიმთან დაკავშირებით გაეროს რეზოლუციის პროექტს რუსეთმა ვეტო დაადო

ჩინეთმა, რომელიც აღნიშნულ საკითხში რუსეთის მოკავშირედ განიხილება, ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. BBC წერს, რომ დასავლელმა ლიდერებმა მკაცრად გააკრიტიკეს რუსეთის ვეტო რეფერენდუმთან დაკავშირეით. რეფერენდუმის ფარგლებში ყირიმის რუსეთთან მიერთების საკითხი უნდა გადაწყდეს. 

 

გაეროს უშიშროების საბჭოს 13-მა წევრმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს ყველა ერს, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და დაგეგმილ რეფერენდუმს უკანონოდ განიხილავს. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს მოსკოვში 10 ათასობით ადამიანი გამოვიდა და უკრაინის მიმართ განხორციელებული რუსეთის ქმედებები გააპროტესტა. აქცია ყველაზე მასშტაბურია, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მოსკოვში ჩატარებულა. რუსეთი უკრაიანის ავტონომიურ რეგიონში, ყირიმში პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადაყენების შემდეგ, 22 თებერვალს შევიდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი