ახალი ამბები

შსს: ქუთაისში ფეხბურთის სტადიონზე მომხდარი ინციდენტის გამო 10-მდე პირია დაკავებული

9 მარტი, 2014 • • 1155
შსს: ქუთაისში ფეხბურთის სტადიონზე მომხდარი ინციდენტის გამო 10-მდე პირია დაკავებული

უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა შუძლიათ. 

 

დღეს, 9 მარტს ქუთაისში, ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში, როდესაც ერთმანეთს ქუთაისის “ტორპედო” და თბილისის “დინამო” ხვდებოდნენ, გულშემატკივრები მოედანზე მოულოდნელად შეცვივდნენ. მათ ქონდათ ფეხბურთელებთან მიახლოების მცდელობაც. სტადიონზე დალეწეს მაყურებლისთვის განკუთვნილი სკამებიც. მატჩის პირდაპირი ტრანსლირების დროს გაისმა უცენზურო შეძახილი “დინამოს” მისამართით. ინცინდენტის დროს ანგარიში “დინამოს” სასარგებლოდ 2:0 იყო. შედეგად შეხვედრა ჩაიშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი