ახალი ამბები

კახა კალაძე ნაცმოძრაობას აკრიტიკებს და მოსახლეობის წინაშე ბოდიშის მოხდისაკენ მოუწოდებს

27 თებერვალი, 2014 • • 877
კახა კალაძე ნაცმოძრაობას აკრიტიკებს და მოსახლეობის წინაშე ბოდიშის მოხდისაკენ მოუწოდებს

 

 

“მიუხედავად მთელი თავშეკავებისა და იგნორიებისა, რასაც მთელი კოჰაბიტაციის პერიოდში და დღემდე ინარჩუნებს ხელისუფლება, კოალიცია პოლიტიკურად გაკოტრებული ნაციონალური მოძრაობის მიმართ, ამ ადამიანების არაადეკვატურ ქცევას ბოლო არ უჩანს. ამ პარტიის ლიდერი, მოქალაქე სააკაშვილი ბედავს და უკრაინის ტრაგედიაზე ცდილობს თავისი პიარის გაკეთებას. სააკაშვილი, რომლის რეჟიმი ზუსტად იანუკოვიჩის ხელისუფლების მსგავსად უარყო საკუთარმა ამომრჩეველმა: კანონის საკუთარ თავზე მორგება, სახელმწიფოს ხარჯზე საკუთარი კომფორტი, დასვენების და კეთილდღეობის მოგვარება, ესაა სააკაშვილის და იანუკოვიჩის გუნდების საერთო ხელწერა და დანაშაული საკუთარი მოსახლეობის წინაშე. 

 

იმ ფონზე, როცა რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციებს და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას, როგორც ყოველთვის, ნაციონალური მოძრაობა თავისი ჩვეული ისტერიული, აჟიტირებული განცხადბებით ცდილობს ყურადღების მიქცევას, ან წარმოშობილი პრობლემის გაღრმავებას და დესტრუქციას. ნაცმოძრაობის თვითპიარზე ორიენტირებული გამოსვლები სასაცილოს ფაზიდან უკვე გადავიდა იდიოტიზმის და ქვეყნის პოლიტიკისთვის სახიფათო სტადიაზე. ამ პარტიის წარმომადგენელი ბატონი ვაშაძე ბედავს და სატელევიზიო ეთერში აცხადებს, რომ საქართველოში რუსული ჯარი არ დგას. ნაციონალებმა რუსეთის და ნაურუს მხარდამხარ აღიარეს დაკარგული ტერიტორიების დამოუკიდებლობა და თავის უპასუხისმგებლო, ისტერიულ, ქვეყნის დანგრევაზე მიმართულ ქმედებებს ამით დაუსვეს წერტილი”, – განაცხადა კალაძემ და დასძინა: მაშინ, როცა ჩვენი ხელისუფლება ცდილობს აგრესიულ მეზობელთან თანაარსებობის მოწესრიგებას, ურთიერთობების დარეგულირებას, ნაციონალები რევანშისტული განცხადებებით ზაფრავენ მოსახლეობას და წყალს ამღვრევენ.

 

“ეს არის პოლიტიკურად უპასუხისმგებლო დაჯგუფება, რომელიც მხოლოდ თვითპიარზე ფიქრობს.  მცოცავი ოკუპაციის და უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე ნაციონალური მოძრაობის განცხადებები საფრთხეს უქმნის საქართველოში მიმდინარე პროცესების სტაბილურობას, უკრაინასთან და რუსეთთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას. მაშინ, როცა ამ ადამიანებს არჩევნების შემდეგ ჰქონდათ შანსი დაბრუნდბეოდნენ რეალობას, ბოლომდე გამარგინალდნენ, გახდნენ სრულიად დესტრუქციულები და მთავრობასთან, მოსახლეობასთან მხოლოდ დემაგოგოიური აგრესიული ტონი დაიტოვეს. 

 

მესმის, ნაციონალების ისტერიული მდგომარეობა ქვეყნის პრემიერის წარმატებული ვიზიტით არის განპირობებული. მსოფლიოში უძლიერესი ქვეყნის ხელისუფლება ღიად გამოხატავს საქართველოს მიმართ მხარდაჭერას. 

 

ბოლოს მინდა მოვთხოვო ნაციონალების პარტიის ოფისს, გამობრძანდნენ და ბოდიში მოუხადონ ყველა იმ იძულებით გადაადგილებულ პირს, ყველა იმ ოჯახს, ვისი წევრიც ტერიტორილი მთლიანობისათვის ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას, ყველა იმ მოქალაქეს, ვინც მავთულხლართების ორივე მხარეს ოცნებობს ერთიან დეოკუპირებულ ქვეყანაზე”, – განაცხადა კალაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი