ახალი ამბები

ადვოკატების ნაწილი ხატიაშვილს უპირისპირდება

25 თებერვალი, 2014 • • 1332
ადვოკატების ნაწილი ხატიაშვილს უპირისპირდება

ადვოკატებმა პრესკონფერენცია სასტუმროში “რესიდონ ბლუ ივერია” გამართეს. მათი თქმით, მოიუღებელია ის განცხადებები, რაც ზაზა ხატიაშვილმა გიორგი ონიანთან დაკავშირებით გააკეთა.

 

ადვოკატი ნუგზარ ბირკაია ამბობს, რომ ხატიაშვილი პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს. 

 

“წლების მანძილზე, რაც ზაზა ხატიაშვილი არის ადვოკატთა ასოციაციის ხელძღვანელია, ის აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს. მისი განცხადება, თითქოს ადვოკატები დაიწყებენ გამოსვლას გოგა ონიანის დასაცავად, ჩვენთვის არის მიუღებელი. ამას არ ეთანხმება ასოციაციის საბჭოც. წინასწარ საუბარი შეუძლებელია და მართლმსაჯულებით უნდა გაიკრვეს, ონიანი დამნაშავეა თუ არა. ჩვენ არ გვინდა ასოციაცია გახდეს პოლიტიკური ორგანიზაცია”,- განაცხადა ნუგზარ ბირკაიამ.

 

ნიკოლოზ მჟავანაძე არ გამორიცხავს, რომ ზაზა ხატიაშვილს ფინანსური ინტერესები ამოძრავებდეს. 

 

“ხატიაშვილმა ორი თვის წინ ვლადიმერ პუტინს გაუგზავნა წერილი ფინანაური დახმარების თხოვნით და დღეს, როდესაც ის ამ დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლებს იცავს, მე სულ არ გამიკვირდება, რომ რაიმე ფინანასური მიზნები ამოძრავებდეს”, – ამბობს მჟავანაძე.

 

ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ სხვა ადვოკატებიც უერთდებიან, თუმცა არ აკონკრეტებენ, ვინ და რამდენი.

მასალების გადაბეჭდვის წესი