ახალი ამბები

პროკურატურა: გია გორგაძის საკითხზე დახმარება მისმა ოჯახის წევრებმა გვთხოვეს

7 თებერვალი, 2014 • • 1307
პროკურატურა: გია გორგაძის საკითხზე დახმარება მისმა ოჯახის წევრებმა გვთხოვეს

 

“დღეს, დაახლოებით 11 საათზე, მთავარ პროკურატურას დაუკავშირდნენ გია გორგაძის ოჯახის წევრები, რომლებმაც აცნობეს სამართალდამცავებს, რომ არ იცოდნენ სად იმყოფებოდა გია გორგაძე, რომელსაც გათიშული ჰქონდა მის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონი და გამოთქვამდნენ ეჭვს, რომ იგი იყო გატაცებული ბაჩანა ახალაიას და მეგის ქარადავას მიმართ მიცემული მამხილებელი ჩვენების გამო და ითხოვდნენ დახმარებას. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, მთავარმა პროკურატურამ დაუყონებლივ დაიწყო გამოძიება გია გორგაძის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე, საქმეზე დაუყოვნებლივ ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები, დადგინდა გია გორგაძის ადგილსამყოფელი, რის შედეგადაც იგი მიყვანილი იქნა საგამოძიებო ორგანოში დაკითხვისა და სათანადო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გია გორგაძე არის ერთ-ერთი დაზარალებული ბაჩანა ახალაიას და მეგის ქარდავას ბრალდების საქმეში, სადაც მათ ბრალად ედებათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების წამება. ასევე, გვინდა განვმარტოთ, რომ მოცემულ შემთხვევაში პროკურატურა მუშაობს მოწმეზე ზემოქმედების მოხდენის ვერსიაზეც, რომლის დადასტურების შემთხვევაშიც ფაქტს მოჰყვება სათანადო რეაგირება”, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

 

ბაჩო ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის განცხადებით, ახალაიასთვის წაყენებული ბრალის ერთ–ერთი მთავარი მოწმე და დაზარალებული გია გორგაძე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი პრაიმტაიმის პრესკლუბში მიდიოდა სიმართლის სათქმელად:

 

 ანი ნადარეიშვილის მტკიცებით, გორგაძე აპირებდა პრესკონფერენციაზე ესაუბრა იმ ზეწოლის შესახებ, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოები მასზე ახორციელებედნენ ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მოპოვების მიზნით:

მასალების გადაბეჭდვის წესი