საზოგადოება

ადამიანები საქართველოდან – ბებოები

29 იანვარი, 2014 • 4247
ადამიანები საქართველოდან  –  ბებოები

 

 

 

 

ზაფხულის  ცხელ დღეს,  82 წლის ტუშა ფოფხაძე და მისი მეზობლები გზის პირას, ჭასთან იყვნენ შეკრებილნი. სოფელში სტუმრად ვიყავით. ტრადიციული  გამოკითხვის დროს,  ერთ-ერთმა  გვკითხა: „საიდან ხართო“.

 

როცა გაიგო ბათუმიდან ვიყავით, თვალები გაუბრწყინდა და გვითხრა:  

  „რა ბედნიერები ხართ ალბათ, ბათუმში რომ ცხოვრობთ. ჩემი შვილიშვილი იყო ამ ზაფხულს ცეკვით წასული, აღფრთოვანებული ჩამოვიდა. რა კარგად გაუკეთებიათ თურმე ქალაქი, მე ახალი ბათუმი არ მინახავს და არც ვიცი  ვნახავ თუ არა ოდესმე“.

 

 

© Project „Humans of Georgia“

 2014

მასალების გადაბეჭდვის წესი