ეკონომიკა

ღარიბაშვილი BLACKSTONE-ის წარმომადგენლებს შეხვდა

23 იანვარი, 2014 • • 978
ღარიბაშვილი BLACKSTONE-ის წარმომადგენლებს შეხვდა

BLACKSTONE არის მსოფლიოში წამყვანი კომპანია ინვესტირებისა და კონსულტაციების სფეროში. სათაო ოფისი განლაგებულია ნიუ იორკში. კომპანია დაარსებულია 1985 წელს სტივენ შვარცმანისა და პიტერ პიტერსონის მიერ. საინვესტიციო მექანიზმების მეშვეობით კომპანიის მენეჯმენტის ქვეშ მოქცეულია აქტივები 248 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით.

 

BLACKSTONE-მ გამოთქვა ინტერესი საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს შესახებ. ქართულმა მხარემ მას გააცნო ინვესტორებისთვის შექმნილი პირობები. საუბარი ასევე შეეხო თანაინვესტირების ფონდს, რომელიც დაარსდა 2013 სექტემბერში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორების მხარდაჭერით. ფონდის ბიუჯეტი შეადგენს 6 მილიარდ აშშ დოლარს, რომლის მიზანიცაა საქართველოში ინვესტიციების განხორციელება და ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარება. ფონდის შეზღუდული პარტნიორების სია შეიცავს ისეთ წამყვან საერთაშორისო ინსტიტუტებსა და ინვესტორებს, როგორებიცაა Abu Dhabi Group, RAK Investment Authority, Calik Holdings A.S, Milestone International Holdings Group Limited, State Oil Fund of the Republic of Azerbaijan… 

მასალების გადაბეჭდვის წესი