ახალი ამბები

თამარ კორძაია საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებულ დისკუსიაზე

7 იანვარი, 2014 • 1126
თამარ კორძაია საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებულ დისკუსიაზე



“მე ვარ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი. პარლამენტის წევრი გავხდი თუ არა, ჩემი მეგობრების მოლოდინი იყო, რომ ამ კომიტეტის წევრი გავხდებოდი, ანუ მოლოდინი იყო, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მე მექნებოდა ჩემი პროფესიული აზრი და პოზიცია.


დღეს მწვავე დისკუსია გამოიწვია საშობაო ეპისტოლემ, ანუ მოსაზრებებმა, რომლებიც ეხებოდა სუროგატი დედების მიერ ან/და ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილ ბავშვებს, ასევე, სექსუალურ უმცირესობებს და „ადგილობრივი მოსახლეობის“ დამოკიდებულებას მათ მიმართ. ეს იყო გამოთქმული მოსაზრებები, და მაინც რამ გამოიწვია ასეთი ვნებათაღელვა? მხოლოდ მოსაზრებამ არა, რა თქმა უნდა. ამის მიზეზი, ჩემი აზრით, არის ის, რომ მთელს ამ პროცესში არ ჩანდა ადამიანი, მის მიმართ სათუთი დამოკიდებულება.


მე, როგორც ადამიანის (არა ადამიანების, ან ხალხის) უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი, ვთვლი, რომ უზენაესი ღირებულება არის ადამიანი, ეს იყო და არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური განაცხადი და სწორედ ამ ღირებულების გაზიარებით მოვხვდი პარლამენტსა და ამ კომიტეტში. საქართველოს კონსტიტუცია იცავს თითოეული მათგანის უფლებას.” – წერს თამარ კორძაია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი