ახალი ამბები

უახლოეს დღეებში უნალექო ამინდები შენარჩუნდება

16 დეკემბერი, 2013 • • 1262
უახლოეს დღეებში უნალექო ამინდები შენარჩუნდება

სამინისტროს ცნობით, 27 ნოემბრიდან  თეთრი ზღვიდან დაშვებულმა არქტიკულმა ჰაერის მასებმა გავრცელება დაიწყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სწრაფად დაეშვა სამხრეთის მიმართულებით და საქართველოში შავი ზღვიდან გავრცელდა. ამ პროცესმა  სირიასა და ეგვიპტემდეც მიაღწია, რამაც აღნიშნულ ქვეყნებში ანომალურად ცივი და თოვლიანი ამინდი განაპირობა.

 

“ზემოხსენებულმა პროცესმა მოიცვა მთელი დასავლეთ საქართველო, განსაკუთრებით აჭარის მთიანი რაიონები, სადაც დაფიქსირდა ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა და უხვი ნალექის მოსვლა თოვლის სახით. დაბა ხულოში თოვლის საფარის სიმაღლემ 9 დეკემბერს 110, 11 დეკემბერს 200, ხოლო 15 დეკემბერს კი 218 სმ-ს მიაღწია, რაც  დეკემბრის თვისათვის რეკორდული მაჩვენებელია”, – აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

თოვლი შუახევში, ფოტო: ნეტგაზეთი
თოვლი შუახევში, ფოტო: ნეტგაზეთი

 

სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის რეგიონისათვის ასეთი უხვთოვლიანობა, განსაკუთრებით დეკემბრის თვეში, იშვიათი მოვლენაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი