ახალი ამბები

კომპანია „ნატახტარი“ საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებთან თანამშრომლობას აგრძელებს

6 დეკემბერი, 2013 • 913
კომპანია „ნატახტარი“ საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებთან   თანამშრომლობას აგრძელებს

 კომპანია „ნატახტარი” ეროვნულ ნაკრებს 2011 წლიდან საკუთარი ბრენდის, „ქარვას” სახელით სპონსორობდა.

 

მხარეები ურთიერთთანამშრომლობით კმაყოფილნი არიან და ხელშეკრულებას კიდევ 2 წლით გააგრძელებენ, თუმცა ამჯერად კალათბურთელთა ნაკრებს სპონსორობას „ნატახტარი” საკუთარი სახელით გაუწევს.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე, თანამშრომლობისა და ხელშეკრულების დეტალებზე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა და კომპანია „ნატახტარის” მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა ისაუბრეს.

 

ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ ბესიკ ლიპარტელიანმა და თორნიკე ნიკოლაიშვილმა მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი