ახალი ამბები

ქუთაისში ვანო მერაბიშვილის და ზურა ჭიაბერაშვილის სასამართლო სხდომა განახლდა

6 დეკემბერი, 2013 • • 1277
ქუთაისში ვანო მერაბიშვილის და ზურა ჭიაბერაშვილის სასამართლო სხდომა განახლდა

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის 12 მოწმე დაიკითხება, რომლებიც ჩვენებას ე.წ. დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით მისცემენ:


„დღეს დაიკითხება 12 მოწმე. აღნიშნული პირები უშუალოდ მონაწილეობდნენ ე.წ. დასაქმების პროგრამაში. ისინი ისაუბრებენ, თუ რა საქმიანობა განახორციელეს, ვის სასარგებლოდ მოქმედებდნენ და რამდენი აიღეს შრომითი ანაზღაურება,” – ამბობს პროკურორი რევაზ თოფურია.

 

ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი აცხადებს, რომ დღემდე დაკითხული მოწმეებიდან მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის ბრალეულობა არავის დაუდასტურებია, რადგან, მისივე თქმით, ეს შეუძლებელია:


„ჩვენ იგივე დადასტურება მოვისმინეთ ბრალდების მხარისგან, რომ მათ ვერ წარმოადგინეს ასეთი მოწმე. ჩვენ ვიცნობთ ამ საქმის მასალებს და იმ 3969 მოწმიდან ვერც ერთს მოიყვანენ, რომელიც მერაბიშვილს და ჭიაბერაშვილს დაადანაშაულებენ.”

 

სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს და მხარეებმა უკვე 2 მოწმე დაკითხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი