ახალი ამბები

საკადრო ცვლილებები შსს-ში

25 ნოემბერი, 2013 • • 1252
საკადრო ცვლილებები შსს-ში

“თქვენთვის ცნობილია, რომ ალექსანდრე ბატიაშვილი თავდაცვის სამინისტროში გადადის. სავარაუდოდ, მის ადგილზე დავით ხუციშვილი დაინიშნება, რომელიც იყო შსს-ს საკადრო და შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. გიორგი ზედელაშვილი, რომელიც არის სახელმწიფოს უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი, ჩემს პირველ მოადგილედ გადმოვა. ალექსანდრე ტაბატაძის საკითხი ახლა წყდება, თუმცა ის ჯერ ჩემი მოადგილის თანამდებობას იკავებს. რაც შეეხება ლევან იზორიასა და ვახტანგ გომელაურს, ისინი თანამდებობებს შეინარჩუნებენ,”- განაცხადა ჭიკაიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი