ახალი ამბები

ზურაბ აბაშიძე: ახალი პრემიერი და პრეზიდენტი მხარს უჭერენ რუსეთთან დიალოგს

21 ნოემბერი, 2013 • • 1204
ზურაბ აბაშიძე: ახალი პრემიერი და პრეზიდენტი მხარს უჭერენ რუსეთთან დიალოგს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრეგორი კარასინსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს შორის შეხვედრა პრაღაში გაიმართა:

გრეგორი კარასინი
გრეგორი კარასინი

“ჩვენ დღეს აღვნიშნეთ, რომ მტრობა, რომელიც ღვივდებოდა წინა მთავრობის მიერ, წარსულში დარჩა. ჩვენ წინ გველოდება ურთიერთმოქმედების, ერთობლივი გადაწყვეტილებების ძიების კონსტრუქციული პერიოდი, რომელიც დაეფუძნება ორივე მხარის პატივისცემის წესებს, ხალხზე ზრუნვას, ჰუმანუტარულ კავშირებს, იმას, რომ გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები, გადავწყვიტოთ ეკონომიკური და სოციალური საკითხები, რომ ასევე ერთად მივიღოთ მონაწილეობა საერთაშორისო ღონისძიებებში”, – განაცხადა კარასინმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

“სასურველია, რომ ჟენევაშიც იყოს პროგრესი, რომ გარკვეულწილად ეს პროგრესი იქაც ითარგმნოს რაღაც კონსტრუქციულ წინსვლაში,

ზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე

ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება ამისათვის. ჩვენ ასევე დავადასტურეთ, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ახალი პრეზიდენტი, მხარს უჭერენ ჩვენი დიალოგის გაგრძელებას. ჩემი მხრიდან მე მინდა აღვნიშნო ის უმნიშვნელოვანესი როლი, რომელიც შეასრულა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ამ დიალოგის დაწყებაში”, – განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ აბაშიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი