ახალი ამბები

რატომ გაქრა პრეზიდენტის ვებ–გვერდიდან სააკაშვილის პერიოდი

21 ნოემბერი, 2013 • • 1338
რატომ გაქრა პრეზიდენტის ვებ–გვერდიდან სააკაშვილის პერიოდი

როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, საიტი კვლავ დამუშავების პროცესშია, ხოლო არქივს მიხეილ სააკაშვილის გარდა ყოფილი სხვა პრეზიდენტების შესახებ ინფორმაციაც უნდა დაემატოს:

 

საიტს აწერია, რომ კვლავ დამუშავების პროცესშია. არქივში, გარდა წინა პრეზიდენტისა, დაემატება ორი პრეზიდენტის შესახებ ინფორმაციაც, ყველაფერი ეტაპობრივად გადავა არქივში და ამის შემდეგ არქივი საიტზე აღდგება”, – აცხადებს პრეზიდენტის პრესსასმახურის წარმომადგენელი თიკო მჟავანაძე.


როგორც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს, საიტი კვლავ სამენოვანი იქნება, ხოლო დიზაინი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ–გვერდის განახლებული ვარიანტი
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ–გვერდის განახლებული ვარიანტი

მასალების გადაბეჭდვის წესი