ახალი ამბები

რა კვალიფიკაცია მისცა შსს-მ იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზზე თავდასხმის ფაქტს

21 ნოემბერი, 2013 • • 1405
რა კვალიფიკაცია მისცა შსს-მ იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზზე თავდასხმის ფაქტს

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული მუხლის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით – ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან ტუსაღობით ვადით ორ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

 

გამოძიბამ მოწმეები უკვე დაკითხა, ბრალდებული გამოვლენილი ჯერ არ არის. 

 

იეჰოვას მოწმეების იურისტის, მანუჩარ ციმინტიას თქმით, 16 ნოემბერს ზუგდიდის სოფელ ზედაეწერში იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზს ცეცხლი გაუხსნეს. საფანტის თოფიდან ორჯერ გასროლილმა ტყვიამ შენობის ფასადი დააზიანა. 

 

ციმინტიას განცხადებით, მათ არ დაუნახავთ, ვინ გაისროლა შენობის მისამართით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი