ახალი ამბები

“საქსტატის” ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია

8 ნოემბერი, 2013 • • 1696
“საქსტატის” ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია

კანონით დადგენილი 4-წლიანი ვადის გასვლის და სხვა სამსახურში გადასვლის გამო, აღარ ვმუშაობ „საქსტატში“. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „საქსტატის“ თითოეულ თანამშრომელს, „საქსტატის“ საბჭოს, სტატისტიკური ინფორმაციის ყველა მომხმარებელს, ყველა პარტნიორ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციას და დონორს ხარისხიანი და წარმატებული თანამშრომლობისთვის“- წერს ზაზა ჭელიძე „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.

 

საქსტატი
საქსტატი

სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოქმედი დებულების თანახმად, „საქსტატის“ აღმასრულებელ დირექტორს „საქსტატის“ საბჭოს წარდგინებით, ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრთაგან 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.


აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.


ზაზა ჭელიძეს “საქასტატში” მუშაობის 4-წლიანი ვადა 2013 წლის დეკემბერში ეწურებოდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი