ახალი ამბები

ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ახალაიას განაჩენი არჩევნების მომდევნო დღეს გამოცხადდება

24 ოქტომბერი, 2013 • • 1877
ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ახალაიას განაჩენი არჩევნების მომდევნო დღეს გამოცხადდება

საქმეზე, რომელშიც ბაჩო ახალაიას და სხვა პირებს ბრალი სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტებაში და არაადამიანურ მოპყრობაში ედებათ, ბრალდების და დაცვის მხარეებმა დასკვნითი სიტყვები 17 ოქტომბერს წარმოადგინეს, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბირო ოთახში გავიდა და განაცხადა, რომ განაჩენი მიმდინარე კვირაში გამოცხადდებოდა.

 

საქმე ეხება 2006 წლის 26-27 მარტს მომხდარ ე.წ. ციხის ბუნტს, რომელიც შეეხო სასჯელაღსრულების #1, #5 და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებას. 

 

ბაჩო ახალაია პირველი გამამართლებელი განაჩენის შემდეგ სხვა საქმეებზეც გამამართლებელ განაჩენს ელოდება, მათ შორისაა 7 სპეცრაზმელის წამების საქმე, რომელზეც მოსამართლე 2 თვეზე მეტია მსჯელობს. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მოსამართლის ქმედება კითხვებს აჩენს. ამ საქმეზე განაჩენის გამოცხადების ბოლო ვადა 1 დეკემბერია.

ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი