ახალი ამბები

“ოცნების” კვლევით, მარგველაშვილს 57.6% უჭერს მხარს, ბაქრაძეს – 11.8%

24 ოქტომბერი, 2013 • • 1268
“ოცნების” კვლევით, მარგველაშვილს 57.6% უჭერს მხარს, ბაქრაძეს – 11.8%

 

კვლევის მიხედვით, მარგველაშვილს 57,6 პროცენტი უჭერს მხარს, დავით ბაქრაძეს –11,8%, ნინო ბურჯანაძეს – 7,1%, შალვა ნათელაშვილს – 3,1%, ნესტან კირთაძეს – 2%, ხოლო გიორგი თარგამაძეს – 1,7%. არც ერთ კანდიდატს მხარს 4,7% არ უჭერს, ხოლო 10,3–მა პროცენტმა პასუხზე უარი თქვა.

 

ბიგვავას განცხადებით, გამოკითულთა 88 პროცენტი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. გამოკითხულთა 80 პროცენტი საარჩევნო კამპანიას სამართლიანად მიიჩნევს. გამოკითხულთა 74 პროცენტი თვლის, რომ საარჩევნოდ ყველა პარტიას თანაბარი პირობები აქვს ამომრჩევლებთან შეხვედრების და აქციების ორგანიზების შესაძლებლობის თვალსაზრისით.

 

კვლევა ამა წლის 13–18 ოქტომბერს ჩატარდა. ბიგვავას თქმით, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, სულ საქართველოს 11 რეგიონში გამოიკითხა 1607 ადამიანი. კვლევის სტატისტიკური ცდომილების ზღვარი 2,5%–ს შეადგენს. 

 

ბიგვავას თქმით, კვლევის შედეგები მოწმობს, რომ მეორე ტურის ჩატარების შესაძლებლობა ძალიან ეფემერული საკითხია, რადგან მარგველაშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი